-
-
მოგვწერეთ
კრებულში წარმოდგენილია საკაცობრიო კულტურის უკვდავი ძეგლები. მათგან ორს - „უპანიშადებსა“ და „დაო დე ძინს“ წინ უძღვის მთარგმნელის, ლერი ალიმონაკის საფუძვლიანი კვლევა. განხილულია ძველი ინდური და ჩინური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ცნებები და კატეგორიები: ბრაჰმა, როგორც სამყაროს ერთიანობის იდეალური საფუძველი, ყოფიერების პირველადი მიზეზი, აბსოლუტი, რომლის ემანაციაა ყოველივე არსებული; ატმანი, როგორც ბრაჰმას კორელატი, იდენტური ცნება, როგორც უმაღლესი სუბიექტური საწყისი, ღვთაებრი ადამიანში.
დაო, როგორც აბსოლუტი, შემქმნელი ყოველივე არსისა, ყოფიერების ძირი, დაფარული, განუსაზღვრელი და განუმარტავი. დე, როგორც დაოს სახე, ადამიანის სათნოების განმსაზღვრელი ცნება, ეთიკური და ზნეობრივი კატეგორია.
ნაჩვენებია ქრისტიანული მოძღვრებისა და ლაო ძის იდეათა ურთიერთთანხვედრა.